საქართველოს რკინიგზის განცხადება
მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი.
249 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო.
ამ პროექტის ფარგლებში:
შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, იცვლება საკონტაქტო ქსელი,მოეწყობა ახალი მიწის ვაკისი, სადგურები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს.
სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო, 9/10/11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ.
12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება.