საქართველოს რკინიგზის განცხადება
დღეს, 12:15 წთ-ზე გორი- ქარელის გადასარბენზე, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.”საქართველის რკინიგზა” მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე გადაადგილების წესები;
აქვე შეგახსენებთ: რკინიგზის სადგურების, სამგზავრო ბაქნების, სარკინიგზო გადასასვლელების, ლიანდაგების და მატარებლის მოძრაობასთან დაკავშირებული სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ საამისოდ სპეციალურად ნებადართულ და შესაბამისად მოწყობილ ადგილებზე.
რკინიგზის ხაზის უსაფრთხოდ გადაკვეთა მხოლოდ ფეხით სავალი ხიდების, გვირაბების, გადასასვლელებისა და სპეციალურად მოწყობილი ფენილების მეშვეობით არის შესაძლებელი.
გთხოვთ მოუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს!