საქართველოს რკინიგზის განცხადება

ხაშური ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან  თბილისი–ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. თითეულ მგზავრს, მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა.