„საქართველოს რკინიგზის“ განცხადება

დღეს საღამოს, ხაშური-ლიხის მონაკვეთზე რკინიგზის ხიდს  სატვირთო მანქანა დაეჯახა.  უსაფრთხოების მიზნით  ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი ფოთის მატარებელი.  ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები.