"საქართველოს რკინიგზის" განცხადება
ხარაგაული-ძირულას გადასარბენზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო 24 დეკემბერს, შეფერხებით მოძრაობდა შემდეგი სამგზავრო მატარებელები:
№ 678 თბილისი – ქუთაისი; №804 თბილისი-ბათუმი; №874 თბილისი-ფოთი; №801 ბათუმი -თბილისი; №871 ფოთი-თბილისი და №869 ზუგდიდი-თბილისი.
„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო – ამ დროისათვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.