საქართველოს რკინიგზის განცხადება!

საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით (რკინა-ბეტონის გზაგამტარი გვირაბის მშენებლობა)  2019 წლის 20 ნოემბრის 08:40 სთ-დან, 21 ნოემბრის 04:40 სთ-მდე, „ფანჯრის“ პერიოდში იკეტება  რკინიგზის მახინჯაური – ჩაქვის გადასარბენი. რის გამოც იცვლება  სამგზავრო მატარებლების მოძრაობის განრიგი:

20 – 21 ნოემბერს შავი ზღვის მიმართულებით, მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი გრაფიკით:

  • #802/801 – მატარებელი თბილისი – ბათუმი,  20 ნოემბერს შევა მხოლოდ ქობულეთის სადგურში 12:35 სთ -ზე, ხოლო გამოვა ასევე, სადგურ ქობულეთიდან 18:26 სთ -ზე; მატარებელი იმოძრავებს #810/809 ნუმერაციით.
  • #804/803 – მატარებელი თბილისი – ბათუმი, 20 ნოემბერს შევა მხოლოდ ქობულეთის სადგურში 22:11 სთ -ზე, ხოლო გამოვა 21 ნოემბერს ასევე, სადგურ ქობულეთიდან 08:21 სთ -ზე; მატარებელი იმოძრავებს #814/813 ნუმერაციით.
  • #860/859 – მატარებელი თბილისი – ბათუმი, 20 ნოემბერს შევა მხოლოდ ქობულეთის სადგურში 05:43 სთ -ზე, ხოლო გამოვა 21 ნოემბერს ასევე, სადგურ ქობულეთიდან 01:18 სთ -ზე; მატარებელი იმოძრავებს #858/857 ნუმერაციით.
  • #614/613 – მატარებელი ოზურგეთი – ბათუმი,  20 ნოემბერს შევა მხოლოდ ჩაქვის  სადგურში 09:40 სთ -ზე, ხოლო გამოვა ასევე, სადგურ ჩაქვიდან ოზურგეთის დანიშნულებით 18:41 სთ -ზე;
  • #684/683 – მატარებელი ქუთაისი – ბათუმი,   ქუთაისიდან  20 ნოემბერს იმოძრავებს მხოლოდ სადგურ ჩაქვამდე. ჩაქვში შესვლა – 21:30 სთ -ზე. ,,ფანჯრის“ გახსნის შემდეგ, 21 ნოემბერს მატარებელი გამოვა ბათუმიდან 8:35 სთ-ზე არსებული განრიგის მიხედვით.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!