საქართველოს რკინიგზის ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS) და საგადასახადო კანონმდებლობის სიახლეების ტრენინგი გაიარეს
საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS) და საგადასახადო კანონმდებლობის სიახლეების ტრენინგი გაიარეს.
კომპანიის ფინანსური აღრიცხვისა და კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლებს ტრენინგი Nexia TA აკადემიის ტრენერებმა ჩაუტარეს.
სწავლება საქართველოს რკინიგზის ფინანსური და ბუღალტერიის დეპარტამენტის 50-მდე თანამშრომელმა გაიარა. კურსის ბოლოს მათ ტესტირება ჩაუტარდათ, რის საფუძველზეც Nexia-ს ორენოვანი სერტიფიკატები მიიღეს.