საქართველოს რკინიგზის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა

მიმდინარე წლის 19-20 მარტს, სს “საქართველოს რკინიგზის” დელეგაციამ გენერალური დირექტორის დავით ფერაძის, ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის  ქეთევან ხუნდაძისა და რკინიგზათა თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OSJD) ,,საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლის  ზურაბ კოზმავას შემადგენლობით შეხვედრები გამართა როგორც საერთაშორისო გადამზიდავი კერძო კომპანიების ხელმძღვანელებთან, ასევე შესაბამისი პროფილის სახელმწიფო უწყებებთან.

19 მარტს, დელეგაციამ შეხვედრა გამართა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან  მარია მაგდალენა გრიგორესთან. ვიზიტის მეორე დღეს, დელეგაციის წევრები შეხვდნენ „რუმინეთის რკინიგზის“ (CFR MARFA) ხელმძღვანელობასა და რუმინეთის ტრანსპორტის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს  იონელ მინეას.

ვიზიტის ფარგლებში ისაუბრეს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის განვითარების სამომავლო პესპექტივებზე და თანამშრომლობის გზებზე.