საქართველოს რკინიგზის დელეგაცია ლატვიელ კოლეგებს მასპინძლობს
სასტუმრო ბილტმორში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სატვირთო ვაგონებისა და ლოკომოტივების, ასევე ძირითადი აგრეგატების კაპიტალური შეკეთებისა და სამანევრო თბომავლების მოდერნიზაციის საკითხები განიხილეს. ქართველმა და ლატვიელმა კოლეგებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს, სამომავლო გეგმები დასახეს და შეთანხმდნენ რომ ზემოთჩამოთვლილ თემებზე მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა. შეხვედრას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე ხელმძღვანელობდა.