საქართველოს რკინიგზის დელეგაცია ანკარაში შუა დერეფნის საერთო კრებას დაესწრო

საქართველოს რკინიგზის დელეგაცია გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, ანკარაში  ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის  (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრებს დაესწრო. შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების, საპორტო ინფრასტრუქტურის და საზღვაო გადამზიდავების ხელმძღვანელებმა

2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და  შედეგები წარადგინეს, ასევე 2024 წლის გეგმებზე ისაუბრეს. ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტისადმი მიძღვნილი ე.წ. ,,მრგვალი მაგიდაც“ გაიმართა.  დისკუსიებში, რომელიც შუა დერეფანში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს ეხებოდა საერთაშორისო ინსტუტების  ექსპერტები, ტვირთმფლობელები, ფორვარდერები, თურქეთის და შუა დერეფნის ქვეყნების ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიიის „Middle Coridor  Multimodal LTD” -ის მმართველობის პირველი  საერთო კრება გაიმართა.

შეხვედრაზე ახლად დაფუძნებული კომპანიის მიერ უახლოეს თვეებში განსახორციელებელი ორგანიზაციული და საოპერაციო საქმიანოებები განიხილეს.