„საქართველოს რკინიგზასა“ და „უკრაინის რკინიგზას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
31 მაისს, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და სს „უკრაინის რკინიგზის“ ხელმძღვანელებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
აღნიშნული მემორანდუმი მომწოდებლებისათვის შავ ზღვაზე საკონტეინერო გემით მოსახურებასა და განვითარებისათვის წინასწარი სამოქმედო ჩარჩოს შემუშავებას ისახავს მიზნად.
უკრაინასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდასა და შუა დერეფნის განვითარებას.