საქართველოს რკინიგზასა და შემოსავლების სამსახურს შორის ინფორმაციის გაცვლის სერვისი უმჯობესდება
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებაა.
2026 წლის 23 აპრილიდან ძალაში შედის ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში შეტანილი ცვლილება, რომლითაც სს „საქართველოს რკინიგზასა“ და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის ინფორმაციის გაცვლის სერვისი უმჯობესდება.
აღნიშნული ცვლილების ფარგლებში ფართოვდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან საბაჟო ორგანოსთვის მისაწოდებელი, საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის ჩამონათვალი.
ბრძანება იხილეთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6835158?publication=0