"საქართველოს რკინიგზამ" წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

“საქართველოს რკინიგზამ” პროფესიული დღე აღნიშნა და საზეიმო საღამოზე 15-მდე ნომინაციაში წლის გამორჩეული 118 თანამშრომელი დააჯილდოვა. გამარჯვებულებს, სამკერდე ნიშნები,  ფულადი პრემიები და ფასიანი საჩუქრები სიგელებთან ერთად,            სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ  და ფილიალების დირექტორებმა გადასცეს.

ღონისძიებას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ნათია თურნავა და „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი  დირექტორი  დავით საგანელიძე დაესწრნენ. მათ შეკრებილებს პროფესიული დღე მიულოცეს და საპატიო რკინიგზელები დააჯილდოვეს.

წელს რკინიგზელთა დღე თბილისობის დღესასწაულს დაემთხვა, შესაბამისად სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ  ძველ ქალაქურ მოტივებზე მოწყობილ გარემოში კოსტუმირებული პერფორმანსი ენახათ და   მოესმინათ სასიამოვნო მუსიკა.

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთა მორალური და მატერიალური წახალისება   განსაკუთრებული ძალისხმევისა და შედეგების დროულ დაფასებას ისახავს მიზნად. გამორჩეული რკინიგზელების დაჯილდოება ტრადიციად იქცა და  უკვე მრავალი წელია საზეიმო ვითრებაში იმართება.