საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს, დამოუკიდებლობის დღე მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ ყველა მატარებელში მიულოცა

საქართველოს რკინიგზამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მგზავრებს მატარებლებში მიულოცა. 26 მაისის  და  საქართველოს რკინიგზის  ისტორიის თემაზე  მომზადებული სახალისო ვიქტორინის  გამარჯვებულებს, კომპანიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დაჯილდოვდნენ ის იღბლიანი მგზავრებიც, რომლებმაც ბილეთი 26-ე ადგილზე შეიძინეს.

დღესვე, 17 საათსა და 10 წუთზე , სწორედ იმ დროს , როდესაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა, რკინიგზის ყველა მოძრავ შემადგენლობასა და სადგურებში  შესრულდა საქართველოს ჰიმნი.