საქართველოს რკინიგზამ მატარებლებში ბიბლიოთეკა განაახლა

დაახლოებით 3 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს რკინიგზა მატარებლებში ბიბლიოთეკას განაახლებს. შეგახსენებთ, რომ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ შტადლერის ტიპის მატარებლებში ბიბლიოთეკა 6 წლის წინ მოეწყო. საქართველოს რკინიგზამ პროექტი სხვადასხვა გამომცემლობასთან ერთად განახორციელა, თუმცა პანდემიის გამო ბიბლიოთეკა გაუქმდა. საქართველოს რკინიგზა გამომცემლობებს ისევ დაუკავშირდა, მხატვრული და საბავშვო ლიტერატურიდან წიგნები შეარჩია და მატარებლებში კვლავ განათავსა.
7 დეკემბრიდან, ნებისმიერ მგზავრს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლებში წიგნის შერჩევა და მგზავრობის პროცესში მისი წაკითხვა შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ მგზავრობის დასრულების შემდეგ, წიგნები მატარებლებში უნდა დარჩეს და მგზავრებს მათი წაღება არ შეუძლიათ.
საქართველოს რკინიგზის განახლებული პროექტის მიზანია, რომ მატარებლით მოგზაურობა კიდევ უფრო საინტერესო გახდეს და საწყისი პუნქტიდან დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე მგზავრებმა ახალი და საინტერესო ინფორმაცია მიიღონ.
მატარებლების ბიბლიოთეკაში ბაკურ სულაკაურის, პალიტა L-ის, დიოგენეს, სიესტას, ბიბლუსისა და ქარჩხაძის გამომცმემლობის წიგნებს შეხვდებით.