საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს, დამოუკიდებლობის დღე მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ ყველა მატარებელში მიულოცა. დამოუკიდებლობის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინის გამარჯვებულებს, კომპანიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დაჯილდოვდნენ ის იღბლიანი მგზავრებიც, რომლებმაც ბილეთი 26-ე ადგილზე შეიძინეს. 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე, სწორედ იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა, რკინიგზის ყველა მოძრავ შემადგენლობასა და სადგურებში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.