საქართველოს რკინიგზამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა
საქართველოს რკინიგზამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში მიულოცა. 26 მაისის და საქართველოს რკინიგზის ისტორიის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინის გამარჯვებულებს, კომპანიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დასაჩუქრდნენ ის იღბლიანი მგზავრებიც, რომლებმაც ბილეთი 26-ე ადგილზე შეიძინეს.
დღესვე, 17:10-ზე, სწორედ იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა, რკინიგზის ყველა მოძრავ შემადგენლობასა და სადგურებში საქართველოს ჰიმნი შესრულდება.