საქართველოს რკინიგზამ ჩინეთის რკინიგზის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები ჩინეთის რკინიგზის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის დელეგაციის შემადგენლობაში კომპანიის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ხელმძღვანელი პირები და ლოგისტიკური მიმართულების შვილობილი კომპანიების წარმომადგენლები არიან.

ქართულმა მხარემ კოლეგებს საქართველოს რკინიგზის შესაძლებლობები გააცნო. აღინიშნა რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებას, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების გაზრდას.

როგორც ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის „ერთი სარტყელი – ერთი გზა“  განხორციელებაში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მათივე განმარტებით, მთავარი ამოცანაა საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის TMTM-ის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, რადგან სწორედ ეს დერეფანი უმოკლესი გზით ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს.

ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის დელეგაციის წევრები საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურას  დაათვალიერებენ.