საქართველოს რკინიგზამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს რკინიგზამ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში აღნიშნა. ადგილზე ბავშვებს გასართობი პროგრამა და ანიმატორები დახვდათ. სპეციალურად მოზარდებისთვის მომზადებული შოუს გარდა, ბავშვებმა მატარებლების სიმულატორები დაათვალიერეს, მემანქანის ადგილი დაიკავეს და მატარებლის მართვა გამოსცადეს. ღონისძიებას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე დაესწრო. კოლეჯში მიწვეულ ბავშვებს შორის საქართველოს რკინიგზისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლების შვილები იყვნენ.