საქართველოს რკინიგზამ 10 ელმავლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რკინიგზამ 10 ელმავლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ღირებულება დაახლოებით 180 მლნ ლარია. კომპანია ელმავლების შესყიდვას მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე ოპერირებისთვის გეგმავს. როგორც მოგეხსენებათ სამშენებლო სამუშაოები ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე მალე დასრულდება, საქართველოს რკინიგზა კი ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვებს განახლებული სალოკომოტივო პარკით განახორციელებს. წინასწარი პროგნოზით მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე მოსალოდნელია ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა, ამ შესყიდვით სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით საკმაოდ დიდ ინვესტიციას ახორციელებს და სალოკომოტივო პარკის განახლებას იწყებს. ტენდერი მიმდინარეა და წინადადებების მიღება 5 დეკემბერს დასრულდება.