საქართველოს რკინიგზა სადგურების და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებას აგრძელებს
![](https://cdn4.grmedia.com.ge/app/uploads/2023/04/აბაშის-სადგური.jpg)
საქართველოს რკინიგზა სადგურების და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებას აგრძელებს. კომპანიის თანამშრომლებმა ამჯერად აბაშის რკინიგზის სადგური დაასუფთავეს.
გეგმიურ აქციაში სამგზავრო გადაყვანებისა და ინფრასტრუქტურის ფილიალების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
დასუფთავდა სადგურის გარე და შიდა პერიმეტრი, ბაქანი, სარკინიგზო ხაზი და მის გასწვრივ არსებული მონაკვეთი. მსგავსი ტიპის დასუფთავების აქციებს, საქართველოს რკინიგზა პერნამენტულად ახორციელებს.