საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს და განრიგს ცვლის

1 ივლისიდან, კომენდანტის საათის გაუქმებისთანავე, საქართველოს რკინიგზა,  თბილისი-ბათუმი-თბილისის  მიმართულებით კიდევ ერთ მატარებელს ამატებს, რომელიც რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს. კერძოდ, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დღეში სამი სამგზავრო შემადგენლობა იმოძრავებს. კომენდანტის საათის გაუქმების გამო, იცვლება განრიგი, სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებზეც. სამგზავრო მატარებლების განრიგი და  მოძრაობის დრო  იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

                                                                  

# მატ.# დანიშნულება გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
1 12/11 თბილისი-ოზურგეთი 8:50 17:50 8:55 17:30
2 18/17 თბილისი-ქუთაისი 8:50 14:50 12:10 17:30
3 802/801 თბილისი-ბათუმი 8:00 13:35 17:50 23:22
4 804/803 თბილისი-ბათუმი 17:20 23:04 7:50 13:22
5 808/807 თბილისი-ბათუმი 10:30 16:09 18:20 23:52
6 870/869 თბილისი-ზუგდიდი 8:10 14:15 17:10 23:10
7 874/873 თბილისი-ფოთი 17:45 23:20 7:25 13:10

 

# მატ.# დანიშნულება გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
1 6446/6445 ხაშური-ზესტაფონი    7:00   9:16    11:21    13:59
2

 

6448/6447 ხაშური-ზესტაფონი  14:20  16:36   17:34     19:49

აქვე შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის  დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში  არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს და ბედნიერ მგზავრობას უსურვებს.