საქართველოს რკინიგზა ხაშური-გომის გადასარბენზე რკინა ბეტონის ბურჯების შეკეთების სამუშაოებს აწარმოებს
საქართველოს რკინიგზა ხაშური-გომის გადასარბენზე რკინა ბეტონის ბურჯების შეკეთების სამუშაოებს აწარმოებს.სარწყავი არხიდან წყლის სისტემატიური მოდინების გამო მატარებლების მოძრაობას საფრთხე ექმნებოდა, მონაკვეთზე ასევე გაძნელებული იყო მოსახლეობისთვის სამანქანო მიმოსვლა. დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი გრუნტის გზის დაზიანების შესაძლებლობა და გაუმჯობესდება ხაშურის მოსახლეობის სოციალური პირობები. სარემონტო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის ფილიალის სალიანდაგო დეპარტამენტი ახორციელებს.