„საქართველოს რკინიგზა“   დამატებით რეისებს ნიშნავს.  

ახალი წლისა და შობის   დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის  მომსახურების მიზნით,  „საქართველოს რკინიგზა“   დამატებით რეისებს ნიშნავს.

 

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით რეისები შესრულდება 2020 წლის 3, 4, 5,6 და 7 იანვარს,

 

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

 

          თბილისიზუგდიდითბილისი #878/877
     გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
     08:50 14:30 19:10 0:35
       თბილისიბათუმითბილისი #808/807
    გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
     10:30 15:30 17:00 22:00

 

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.