საქართველოს რკინიგზა BARTA-ს გამარჯვებული გახდა

„საქართველოს რკინიგზა“  ნომინაციის  –  მსხვილი არასაფინანსო კომპანიის გამარჯვებული გახდა  და  2024 წლის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო (BARTA) გადაეცა.

BARTA 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა.

საქართველოს რკინიგზა აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული 2022 წელსაც  იყო, 2023 წელს კი საპატიო ჯილდო მოიპოვა.

გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან იყო დაკომპლექტებული.