„საქართველოს რკინიგზა“ 15; 16 და 17 ივნისს თბილისიდან -ბათუმის და ბათუმიდან- თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლებს კიდევ ამატებს

ამერიკული  ჯგუფის  „Black Eyed Peas“  კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნულ რეისებზე  ბილეთები სრულად იქნა შეძენილი. „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით, დაემატა სამგზავრო  მატარებლები, რომლის ბილეთებიც ასევე მოკლე დროში გაიყიდა.  „საქართველოს რკინიგზამ“ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და გაზრდილი მგზვრთნაკადის დასაკმაყოფილებლად,  თბილისიდან   სპეციალური რეისები დანიშნა, რომლებსაც გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

 

15;16;17/06/2019    თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #852/851 ჯრტ
გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena  ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი
08:50 13:20 14 :15 18:25 19:20 23:59

 

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია  Georgian Railway Ticketsდა  Biletebi.ge მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

 

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!