საქართველოს რკინგზის განცხადება
საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. შეფერხების მიუხედავად, გვიან ღამიდან ყველა რეისი ჩვეული გრაფიკით შესრულდა. შეგახსენებთ, რომ უამინდობასა და ძლიერი წვიმის გამო, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლებს მცირე შეყოვნება ჰქონდათ, თუმცა საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების აქტიური მუშაობის შედეგად, მოძრაობა მალევე განახლდა. აღსანიშნავია, რომ კომპანია თითოეულ მგზავრს შექმნილი დისკომფორტის გამო მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს. ამ დროისათვის, საქართველოს რკინიგზის ყველა რეისი გრაფიკით მოძრაობს.