ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უწყების ხელმძღვანელი და რკინიგზის გენერალური დირექტორი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთში იმყოფებოდნენ. შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო ტრანსპორტის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სავაჭრო სფეროებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს.
დავით ფერაძემ საქართველოს რკინიგზასა და ყაზახეთის ნაციონალურ რკინიგზას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
დოკუმენტი ქვეყნებს შორის ლოგისტიკური ურთიერთობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. კომპანიების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (TMTM) ფარგლებში, სატრანზიტო პოტენციალისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემის განვითარების მიზნით, ერთობლივად აქტიურად იმუშავებენ.