პორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის და პორტის წინა სარკინიგზო სადგურის მშენებლობა

2016 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ (შემდგომში, ხსენებული როგორც ADC) შორის გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება ანაკლიის საზღვაო პორტის აშენებასთან, ოპერირებასა და გადაცემასთან დაკავშირებით. ამ ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მთავრობა (შემდგომში – გრანტის გამცემი) ანიჭებს ADC-ის (შემდგომში ინვესტორს) ანაკლიის პორტის მშენებლობის, ფლობის, განვითარების, გამოყენების, ექსპლუატაციისა და ეკონომიკური გამოყენების ექსკლუზიურ უფლებას საინვესტიციო ფართის პერიმეტრზე, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების თანახმად, საზღვაო პორტამდე სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება.

პროექტის მიხედვით, ერთლიანდაგიანი სრულად ელექტროფიცირებული სარკინიგზო ხაზი პორტს არსებულ სენაკი-ინგირი-გალის სარკინიგზო მონაკვეთთან დააკავშირებს.

საპროექტო სარკინიგზო ხაზი იწყება სოფელ ცაცხვის მიმდებარე ტერიტორიაზე და გრძელდება აღმოსავლეთით, ანაკლიის პორტამდე. შემოთავაზებული ხაზი, რომლის სიგრძე 17 კმ-ს შეადგენს, განლაგებულია მოსწორებულ და სასოფლო ტერიტორიაზე. პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იყო, რომ რკინიგზა ყოფილიყო ერთლიანდაგიანი და მომსახურებოდა ძირითადად სატვირთო გადაზიდვებს. მეორე ლიანდაგის დამატება გათვალისწინებული იყო მომავლისთვის. პირველადი პროექტი ასევე ითვალისწინებდა შესაბამისი ადგილის გამოყოფას ხაზის მომავალი გაფართოებისათვის, საპროექტო რკინიგზის (მარცხენა/სამხრეთ) მიმართულებით.

ხელოვნური ნაგებობების თვალსაზრისით, კონსულტანტის მიერ გათვალისწინებულია ხიდების და წყალგამტარების მშენებლობა. პირველადი პროექტირების ეტაპზე, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ნაგებობების მინიმალური ზომები და მდებარეობები.

არსებული მდგომარეობის აღწერა

ანაკლიის საზღვაო პორტის (შემდგომში, ხსენებული როგორც პროექტი), პორტის წინა სარკინიგზო სადგურისა (შემდგომში, ხსენებული როგორც ანაკლიის რკინიგზის სადგური) და სხვა დამხმარე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ.

მიმაგრებული დოკუმენტები