მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა
საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად, მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარედ, საფეხმავლო ხიდის ქვეშ არსებული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკაც.
გაწმენდით სამუშაოებს, საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დაესწრნენ.
საქართველოს რკინიგზა აქტიურად თანამშრომლობს „თბილსერვის ჯგუფთან“. დასუფთავების ერთობლივი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.