მცხეთის მიმართულებით "საქართველოს რკინიგზა" უფასო რეისებს ნიშნავს

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“   ქალაქ მცხეთის მიმართულებით   უფასო  რეისებს ნიშნავს.

პირველი მატარებელი 11 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა        11:30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 წთ-ზე  და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 წთ-ზე.

მეორე მატარებელი 22 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა        22:30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 22:50 წთ-ზე  და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა              23:20 წთ-ზე.

მატარებლები გაჩერდება დიდუბის ბაქანზეც.

“საქართველოს რკინიგზა” გილოცავთ სვეტიცხოვლობას და  ბედნიერ მგზავრობას  გისურვებთ!