ლაშა აბაშიძემ თურქმენბაშის საპორტო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებთან ერთად, თურქმენბაშის საპორტო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საოპერაციო საქმიანობაში არსებულ გამოწვევებს გაეცნო, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სარკინიგზო-საბორნე გადაზიდვებზე.
პორტი თურქმენეთის დასავლეთით, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და აზია-ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავსადგურია.
თურქმენული მხარე სამომავლოდ გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს სარკინიგზო ბორნების არასრული დატვირთვის პირობებში, მოცდენების და მასთან დაკავშირებული ხარჯების ოპტიმიზაციას.
შეხვედრის დასასრულს სამი ქვეყნის რკინიგზის ხელმძღვანელები, სარკინიგზო-საბორნე სეგმენტში არსებული სირთულეების დაძლევის მიზნით, ერთობლივ კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ.