კიევში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის სამუშაო სხდომა გაიმართა

16-17 აპრილს, კიევში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის სამუშაო ჯგუფისა და საერთო კრების სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს მარშრუტის (შუა დერეფნის) 2019 წლის I კვარტლის გადაზიდვების ანგარიში.  იმსჯელეს საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების მსვლელობის ვადების შემცირების, აღრიცხვიანობის და კონტროლის   პირობებზე.

აღსანიშნავია, რომ 16 აპრილს კასპიის ზღვაზე, აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტის დანიშნულებით განხორციელდა პირველი კონტეინერმზიდი გემის – „ტურკესტანის“ გაშვება, რომელიც იმოძრავებს წინასწარგანსაზღვრული  რეგულარული  გრაფიკით.   შედეგად,  ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით კონსოლიდირებული  ტვირთის  ყაზახეთის საექსპორტო ტვირთთან ერთად კონტეინერებით  გადაზიდვა  კიდევ უფრო დაჩქარებულ რეჟიმში შესრულდება.