გაითვალისწინეთ!

რკინიგზის სადგურები, სამგზავრო ბაქნები, სარკინიგზო გადასასვლელები, ლიანდაგები და მატარებლის მოძრაობასთან დაკავშირებული სხვა ინფრასტრუქტურა  მომეტებული საფრთხის წყაროებს  წარმოადგენს!

საქართველოს რკინიგზა მოგმართავთ თხოვნით, გადაკვეთოთ ზემოაღნიშნული ობიექტები მხოლოდ საამისოდ სპეციალურად ნებადართულ და შესაბამისად  მოწყობილ ადგილებზე, რათა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნათ. გახსოვდეთ, რკინიგზის ხაზის უსაფრთხოდ გადაკვეთა მხოლოდ ფეხით სავალი ხიდების, გვირაბების, გადასასვლელებისა და სპეციალურად მოწყობილი ფენილების მეშვეობით არის შესაძლებელი.

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 106-ე მუხლის  თანახმად  სპეციალურად ნებადართული ადგილების გარდა რკინიგზის ლიანდაგებზე გავლა სამართალდარღვევას წარმოადგენს და  შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციებით ისჯება.

 

გაეცანით სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გადაკვეთის წესებს:

  • რკინიგზის სადგურებზე, სადაც არ არის ხიდი ან გვირაბი, ლიანდაგი ფენილზე უნდა გადაკვეთოთ იმ ადგილზე, რომელსაც აქვს მინიშნება ,,გადასასვლელი“.
  • ფენილზე გადასვლამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ლიანდაგზე არ მოძრაობს მატარებელი, ლოკომოტივი ან ვაგონი.
  • მოძრავი შემადგენლობის მოახლოებისას უნდა გაატაროთ ის, დარწმუნდეთ  რომ მეორე ლიანდაგზეც არარის მატარებლის მოძრაობა და მხოლოდ ამის მერე გადაკვეთოთ ფენილი.
  • გადაკვეთისას ყურადღება უნდა მიაქციოთ შუქნიშანს, ხმოვან სიგნალსა და შლაგბაუმის მდგომარეობას.
  • გზის გადაკვეთა მხოლოდ ღია შლაგბაუმის დროს არის დაშვებული;
  • გადასარბენზე შლაგბაუმის არარსებობისას დარწმუნდით,  რომ გადასარბენს არ უახლოვდება მოძრავი შემადგენლობა;
  • კატეგორიულად აკრძალულია დაკეტილი შლაგბაუმის დროს გადასვლა, სადგურებსა და გადასარბენებზე გაჩერებული ვაგონების ქვეშ გაძრომა. ლიანდაგის გასაწვრივ სიარული 5 მეტრზე ნაკლები დაშორებით, ხიდებსა და გვირაბებში გასვლა, თუკი იქ არარის ქვეითებისათვის მოწყობილი სპეციალური ბილიკი.
  • კატეგორიულად აკრძალულია, რკინიგზის ხაზის გადაკვეთა იქ, სადაც არარის შესაბამისი ნიშანი.

 

,,საქართველოს რკინიგზა“ მოგიწოდებთ დაიცვათ მოძრაობის წესები!

გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს!