დამატებითი შენიშვნები ტექნიკურ-ეკონომიურ დასაბუთებაზე (23.02.2017)
სს ”საქართველოს რკინიგზა” პრეტენდენტებს ცნობის სახით აწვდის 2017 წლის 30 იანვრის №Исх-405/ ПКБЦТ და 2017 წლის 13 თებერვლის №Исх-647/ПКБЦТ მოწერილობებს, რომლებშიც გაწერილია შენიშვნები პრეტენდენტების მიერ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში მოწოდებულ ტექნიკურ-ეკონომიურ დასაბუთებებში.
ამასთანავე გაცნობებთ, რომ დამატებითი პარამეტრები და ინფორმაცია, თუ როდის უნდა უზრუნველყონ პრეტენდენტებმა შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიური დასაბუთებების მოწოდება ПКБЦТ-ს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი-გაანგარიშებისა და შეუსაბამობების გათვალისწინებით, დამატებით იქნება ატვირთული საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერესთა გამოხატვის გრაფაში.