2016 წლის 31 დეკემბრამდე მოსაწოდებელი დოკუმენტაცია

სს საქართველოს რკინიგზა

პრეტენდენტებმა უზრუნველყონ მათ მიერ წარმოდგენილი საქართველოს რკინიგზის ლოკომოტივების საინვენტარო პარკის შეცვლის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბითების და ПКБ ЦТ ОАО «РЖД»-ს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ ეკონომიკურ დასაბუთებაში გამოვლენილი დანაკლისი გაანგარიშების და შეუსაბამოებების შესწორება რომელიც მითითებულია საექსპერტო დასკვნაში. ცვლილებების და დამატებების მოწოდება პრეტენდენტებმა უნდა განახორციელონ არაუგვიანეს 31 დეკემბრის 24 საათამდე სს “საქართველოს რკინიგზის“ მისამართზე: ქ.თბილისი, თამარმეფის გამზირი №15-ში ან მეილზე: Alexsi.koreli@railway.ge; Mamuka.talakadze@railway.ge; Teimuraz.peradze@railway.ge
ყველა პრეტენდენტების საყურაბღებოდ:

ყველა პრეტენდენტისთვის სავალდებულოა ტექნიკურ-ეკოომიკურ დასაბუთებაში გამოიყენოს საქართველოს რკინიგზის მიერ მიწოდებული ელმავლების სასიცოცხლო ციკლის და ეკონომიური ეფექტიანობის დაანგარიშებისთვის საჭირო პარამეტრები (დანართი №2, №2ა, №3 და №4). ტექნიკურ-ეკონომიური დასაბუთების დანართი №2-ის მე-16 პუნქტში მითითებული მონაცემები გაუქმებულია და გთხოვთ იხელმძღვანელოთ დანართ №4-ში გაწერილი მონაცემებით (ტექნიკური დავალების შესაბამისად).

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ ატვირთული იყო ვლ-10 და ვლ-11 სერიის ელმავლის ღირებულება, რომელიც შეადგენს 3 150000 (სამი მილიონ ასორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარს.

ამასთანავე, ყველა პრეტენდენტისთვის სავალდებულოა ტექნიკურ-ეკოომიკურ დასაბუთებაში გამოიყენოს ვლ10 და ვლ11 სერიის ელმავლების ზემოთ მითითებული ღირებულება.