ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს რკინიგზა კომპანიის სტენდით წარსდგა
ჩინეთში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა – China International Import Expo (CIIE) გაიხსნა, სადაც საქართველოსთვის გამოყოფილ საგამოფენო სივრცეში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საინფორმაციო სტენდებს შორის საქართველოს რკინიგზაც იყო წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებს „შუა დერეფნის“ პოტენციალსა და ამ მარშრუტით სარკინიგზო გადაზიდვების პერსპექტივებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა უცხოელ დამთვალიერებლებს საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს. გამოფენის დასრულების შემდეგ, კომპანიის მიმართ დაინტერესება არაერთმა ტვირთმფლობელმა გამოხატა.