ბათუმში სარკინიგზო ადმინისტრაციათა წარმომადგენლების ყოველწლიური თათბირი გაიმართა

28-31 მაისს, ბათუმში თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების; საქართველოს, ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს ეგიდით  სარკინიგზო ადმინისტრაციათა წარმომადგენლების ყოველწლიური თათბირი გაიმართა.

თათბირზე 2019-2020 წლისთვის სატვირთო მატარებლების ფორმირების გეგმა და ვაგონნაკადების მიმართულების წესის განსაზღვრის საკითხი განიხილეს.    ყველა ცვლილება განხორციელდა   სარკინიგზო ადმინისტრაციის ინტერესების გათვალისწინებით და  კომპრომისული მიდგომებით. საინფორმაციო არეალის გაზრდის მიზნით, შეხვედრაზე   ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ იმსჯელეს.

თათბირის მონაწილეთა აზრით, 2019-2020 წლების სატვირთო მატარებლების ფორმირების დამტკიცებული გეგმა დადებითად აისახება სარკინიგზო ადმინისტრაციათა მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაზე.