ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“  21, 22, 23 და 24  ივნისს  თბილისიდან   ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

 

მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

 

21, 22, 23, 24/06/2019    თბილისი – ბათუმი –  თბილისი   #852/851
  გასვლა- თბილისი   ჩასვლა-ბათუმი  გამოსვლა-ბათუმი   ჩამოსვლა- თბილისი
08:50 14 :15 19:15 00:40

 

 

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და  Biletebi.ge  მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

 

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!