ავსტრიული წარმოების სალიანდაგო მანქანებს კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა
„საქართველოს რკინიგზა“ ლიანდაგის კაპიტალურ და მიმდინარე მოვლა-შენახვის სამუშაოებისთვის, ავსტრიული წარმოების თანამედროვე ტიპის სალიანდაგო მანქანებს იყენებს. აღნიშნული სამუშაოების წარმოება ხორციელდება ორი ერთეული „ვპრ-09/32“-ის და ერთი ერთეული „ვპრს-08/32“-ის ტიპის გამოსატენ-მასწორებელ-საზუსტებელი სალიანდაგო მანქანებით. რომელთა გამოყენებით, ყოველწლიურად, საშუალოდ 50-60 კმ. ლიანდაგის შეკეთების სამუშაოები სრულდება.
ექსპლუატაციის პროცესში მანქანები განიცდიან ცვეთას და საჭიროებენ კაპიტალურ შეკეთებას. მიმდინარე წელს, ორ სალიანდაგო მანქანას უკვე ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და კომპიუტერული სისტემის მოდერნიზაცია. წლის ბოლოს, დაგეგმილია მესამე მანქანის მთლიანი კაპიტალური შეკეთება.
სალიანდაგო მანქანების ტექნიკური გამართულობა, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად.