სს ”საქართველოს რკინიგზა” აცხადებს საჯარო აუქციონს 2019 წლის 27 ივნისიდან - 2019 წლის 17 ივლისამდე
ლოტი 1
სს „საქართველოს რკინიგზის“ ინვენტარული პარკის არამუშა ფარეხის, შეკეთებით ვაგადასული 200 ერთეული ერთკარიანი დახურული ვაგონის დროებით სარგებლობაში, იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ
- ძირითადი საინფორმაციო მონაცემები:
- საიჯარო ქონების ადგილმდებარეობა – საქართველო;
- იჯარით გადასაცემი ვაგონების რაოდენობა – 200 ერთეული
- საწყისი დღიური საიჯარო ქირა – 6492 ლარი (დღგს-ჩათვლით)
- ”ბიჯი”- 143 ლარი;
- ”ბე” – 194 735 ლარი;
- ბილეთის ფასი – 200 ლარი;
- იჯარის ვადა – 2 წელი (730 კალენდარული დღე), რომელიც აითვლება თითოეულ ვაგონზე რემონტის დასრულების თარიღიდან (ვაგონების სარემონტოდ შეყვანიდან 60 დღის ვადაში რემონტის დაუსრულებლობის შემთხვევაში, 61 დღიდან)
- ქონების საბაზრო ღირებულება – 3 400 000 აშშ დოლარი (დღგ-ს ჩათვლით).
- ერთეული ვაგონის საბაზრო ღირებულება -17 000 აშშ დოლარი (დღგ-ს ჩათვლით).
სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული, არამუშა ფარეხის 200 ერთეული სარემონტო ერთკარიანი დახურული ვაგონის ტექნიკური მახასიათებელი (აშენების წელი, მსახურების ვადა, გეგმიური შეკეთების ვადა, ტიპი, მოდელი, ტვირთამწეობა, ძარის მოცულობა, კომპლექტაცია აღწერის მონაცემებით) დანართის სახით თან ერთვის წინამდებარე სააუქციონო პირობებს.
საჯარო აუქციონი ჩატარდება სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობაში, 2019 წლის 17 ივლისს 15 საათზე. აუქციონში მონაწილეობისათვის ბილეთის ფასი შეადგენს 200 ლარს. განაცხადების მიღების ადგილი – ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზირი N15, სს ”საქართველოს რკინიგზის” გამოთვლითი ცენტრის შენობა მე-7 სართული. (+995) 591 19 91 90.
განაცხადების მიღების ვადა 2019 წლის 27 ივნისიდან 2019 წლის 17 ივლისის ჩათვლით 12 საათამდე. განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით. აუქციონის ჩატარების დღემდე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების დღეს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.
საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან ამ პირთა გაერთიანებას;
საჯარო აუქციონის დასრულების დღიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში, ქონების მესკუთრესა და საჯარო აუქციონში გამარჯვებულს შორის ფორმდება ხელშეკრულება ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულია ლოტის საინფორმაციო ველში. (იხილეთ მიმაგრებული ფაილი “იჯარის ხელშეკრულება”, სააუქციონო პირობები).
იჯარით გადასაცემი ქონებისა და აუქციონის პირობებისშესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია -სს „საქართველოს რკინიგზაში“. ქ. თბილისი, თამარ მეფისგამზ.N15. საკონტაქტო ტელეფონი:
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე -(+995) 591 19 03 03 Alexsi.koreli@railway.ge
ფინანსურ საკითხებზე: – (+ 995) 577 62 11 75. Tamuna. Tabatadze@railway.ge
იურიდიულ საკითხებზე – (+995) 591 19 91 90. Nino.abelishvili@railway.ge,
(+995) 577 64 70 80 viktor. Akhalbedashvili@railway.ge
ვაგონების ტექნიკურ მდგომარეობაზე – (+995) 591 19 93 88. Zaza.paturashvili@railway.ge
ვაგონების გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე-(+995)5919889.