სს ”საქართველოს რკინიგზა” აცხადებს საჯარო აუქციონს 2017 წლის 7 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე

ლოტი 1

სს ”საქართველოს რკინიგზა” აცხადებს საჯარო აუქციონს 2017 წლის 7 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე

სს „საქართველოს რკინიგზის“ ინვენტარული პარკის არამუშა ფარეხის, შეკეთებით ვაგადასული 400 ერთეული ნახევარვაგონისდროებით სარგებლობაში, იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ

1. ძირითადი საინფორმაციო მონაცემები:

საიჯარო ქონების მისამართი- საქართველო;
იჯარით გასაცემი ვაგონების რაოდენობა 400 ერთეული
საწყისი დღიური საიჯარო ქირა – 12 948 ლარი (დღგს-ჩათვლით)
”ბიჯი” -135 ლარი;
”ბე” -388 440 ლარი;
ბილეთის ფასი – 135 ლარი;
იჯარის ვადა – 2 წელი, (ვადა აითვლება მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების დღიდან);
ქონების საბაზრო ღირებულება – 5 600 000 აშშ დოლარი (დღგ-ს ჩათვლით).
ერთეული ვაგონის საბაზრო ღირებულება -14 000 აშშ დოლარი (დღგ-ს ჩათვლით).

სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული, არამუშა ფარეხის 400 ერთეული სარემონტო ნახევარვაგონი, ვაგონების ტექნიკური მახასიათებელი (აშენების წელი, მსახურების ვადა, გეგმიური შეკეთების ვადა, ტიპი, მოდელი, ტვირთამწეობა, ძარის მოცულობა, კომპლექტაცია აღწერის მონაცემებით) დანართის სახით თან ერთვის.

საჯარო აუქციონი ჩატარდება სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობაში, 2017 წლის 27 დეკემბერს 14 საათზე. აუქციონში მონაწილეობისათვის ბილეთის ფასი შეადგენს 135 ლარს. განაცხადების მიღების ადგილი – ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზირი N15, სს ”საქართველოს რკინიგზის” გამოთვლითი ცენტრის შენობა მე-7 სართული. (+995) 591 19 91 90.

განაცხადების მიღების ვადა 2017 წლის 7დეკემბრიდან 2017 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით 12 საათამდე. განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით. აუქციონის ჩატარების დღემდე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების დღეს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.

საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან ამ პირთა გაერთიანებას;

საჯარო აუქციონის დასრულების დღიდან, 20 კალენდარული დღის ვადაში, ქონების მესკუთრესა და საჯარო აუქციონში გამარჯვებულს შორის ფორმდება ხელშეკრულება ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულია ლოტის საინფორმაციო ველში. (იხილეთ მიმაგრებული ფაილი “იჯარის ხელშეკრულება”, სააუქციონო პირობები).

იჯარით გადასაცემი ქონებისა და აუქციონის პირობებისშესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია -სს „საქართველოს რკინიგზაში“. ქ. თბილისი, თამარ მეფისგამზ.N15. საკონტაქტო ტელეფონი:

სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე -(+995) 591 19 03 03 Alexsi.koreli@railway.ge

ფინანსურ საკითხებზე: – (+ 995) 577 62 11 75. Tamuna. Tabatadze@railway.ge

იურიდიულ საკითხებზე – (+995) 591 19 91 90. Nino.abelishvili@railway.ge

ვაგონების ტექნიკურ მდგომარეობაზე – (+995) 591 19 93 88. Zaza.paturashvili@railway.ge

ვაგონების გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე-(+995)5919889.

omar.gulbani@railway.ge

GEO-RUS договор аренди

тех. параметри и комплектация вагонов лот 1

სააუქციონო პირობა (1)