ლოტი 1 სს ”საქართველოს რკინიგზა” აცხადებს საჯარო აუქციონს 2019 წლის 23 ივლისიდან , 2019 წლის 13 აგვისტომდე
სს „საქართველოს რკინიგზის“ ინვენტარული პარკის არამუშა ფარეხის, შეკეთებით ვაგადასული 100 ერთეული ცემენტმზიდი ვაგონის დროებით სარგებლობაში, იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ
- ძირითადი საინფორმაციო მონაცემები:
- საიჯარო ქონების ადგილმდებარეობა – საქართველო;
- იჯარით გადასაცემი ვაგონების რაოდენობა – 100 ერთეული
- საწყისი დღიური საიჯარო ქირა – 3287 ლარი (დღგს-ჩათვლით)
- ”ბიჯი”- 145 ლარი;
- ”ბე” – 98 602 ლარი;
- ბილეთის ფასი – 200 ლარი;
- იჯარის ვადა – 2 წელი (730 კალენდარული დღე), რომელიც აითვლება თითოეულ ვაგონზე რემონტის დასრულების თარიღიდან (ვაგონების სარემონტოდ შეყვანიდან 60 დღის ვადაში რემონტის დაუსრულებლობის შემთხვევაში, 61 დღიდან)
- ქონების საბაზრო ღირებულება -1 350 000 აშშ დოლარი (დღგ-ს ჩათვლით).
- ერთეული ვაგონის საბაზრო ღირებულება -13 500 აშშ დოლარი (დღგ-ს ჩათვლით).
სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული, არამუშა ფარეხის 100 ერთეული სარემონტო ცემენტმზიდი ვაგონის ტექნიკური მახასიათებელი (აშენების წელი, მსახურების ვადა, გეგმიური შეკეთების ვადა, ტიპი, მოდელი, ტვირთამწეობა, ძარის მოცულობა, კომპლექტაცია აღწერის მონაცემებით) დანართის სახით თან ერთვის წინამდებარე სააუქციონო პირობებს.
საჯარო აუქციონი ჩატარდება სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობაში, 2019 წლის 13 აგვისტოს 14 საათზე. აუქციონში მონაწილეობისათვის ბილეთის ფასი შეადგენს 200 ლარს. განაცხადების მიღების ადგილი – ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზირი N15, სს ”საქართველოს რკინიგზის” გამოთვლითი ცენტრის შენობა მე-7 სართული. (+995) 591 19 91 90.
განაცხადების მიღების ვადა 2019 წლის 23 ივლისიდან 2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით 12 საათამდე. განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით. აუქციონის ჩატარების დღემდე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების დღეს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.
საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან ამ პირთა გაერთიანებას;
საჯარო აუქციონის დასრულების დღიდან, 10 კალენდარული დღის ვადაში, ქონების მესკუთრესა და საჯარო აუქციონში გამარჯვებულს შორის ფორმდება ხელშეკრულება ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულია ლოტის საინფორმაციო ველში. (იხილეთ მიმაგრებული ფაილი “იჯარის ხელშეკრულება”, სააუქციონო პირობები).
იჯარით გადასაცემი ქონებისა და აუქციონის პირობებისშესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია -სს „საქართველოს რკინიგზაში“. ქ. თბილისი, თამარ მეფისგამზ.N15. საკონტაქტო ტელეფონი:
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე -(+995) 591 19 03 03 Alexsi.koreli@railway.ge
ფინანსურ საკითხებზე: – (+ 995) 577 62 11 75. Tamuna. Tabatadze@railway.ge
იურიდიულ საკითხებზე – (+995) 591 19 91 90. Nino.abelishvili@railway.ge,
(+995) 577 64 70 80 viktor. Akhalbedashvili@railway.ge
ვაგონების ტექნიკურ მდგომარეობაზე – (+995) 591 19 93 88. Zaza.paturashvili@railway.ge
ვაგონების გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე-(+995)5919889.