ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“   დამატებით რეისებს ნიშნავს

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო,  „საქართველოს რკინიგზა“   დამატებით რეისებს ნიშნავს.

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით რეისები შესრულდება 25, 26,27,28, 29,30 და 31 დეკემბერს, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 26,27,28,29,30, და 31 დეკემბერს.

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

              თბილისიზუგდიდითბილისი #878/877

გასვლა    ჩასვლა    გამოსვლა   ჩამოსვლა

08:50      14:30          19:10          0:35

            თბილისიბათუმითბილისი #808/807

გასვლა   ჩასვლა     გამოსვლა   ჩამოსვლა

10:30      15:30          17:00              22:00

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

,,საქართველოს რკინიგზა” გილოცავთ დამდეგ ახალ წელს  და ბედნიერ მგზავრობას  გისურვებთ!