ახალი წლის დღეებში თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს

ძვირფასო მგზავრებო!
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 2023 წლის 10 დეკემბრიდან 31 დეკემბრის და 2024 წლის 2 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.აღნიშნულ მიმართულებაზე 23 და 24 დეკემბერს დამატებით ინიშნება კიდევ ერთი სამგზავრო მატარებელი.
მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილებში:
2023 წლის 10 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და 2024 წლის 2 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით:
№ | მატ.№ | დანიშნულება | გასვლა | ჩასვლა | გამოსვლა | ჩამოსვლა | |
808/807 | თბილისი-ბათუმი | 10:25 | 15:33 | 17:20 | 22:19 |
2023 წლის 29;30; 31 დეკემბერი და 2024 წლის 3 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით:
№ | მატ.№ | დანიშნულება | გასვლა | ჩასვლა | გამოსვლა | ჩამოსვლა | |
812/811 | თბილისი-ბათუმი | 00:30 | 05:38 | 00:45 | 05:44 |
2023 წლის 23-24 დეკემბერს:
№ | მატ.№ | დანიშნულება | გასვლა | ჩასვლა | გამოსვლა | ჩამოსვლა | |
812/811 | თბილისი-ბათუმი | 00:35 | 05:38 | 00:45 | 05:44 |
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
სწრაფი გადახდის აპარატებით,
საქართველოს რკინიგზის სალაროებში,
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.