აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით მატარებელს ამატებს

ძვირფასო მგზავრებო!

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს,  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, რეისებს ამატებს.

მატარებლების  მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

 

მატ. დანიშნულება გასვლა ჩასვლა გასვლა ჩასვლა
808/807 თბილისი-ბათუმი 10:35   16:10    18:30    23:47

 

რეისებს შეასრულებს ჯრს ტიპის სამგზავრო მატარებელი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://gr.com.ge სწრაფი გადახდის აპარატებით,საქართველოს რკინიგზის სალაროებში და ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.