ცხადდება ღია საჯარო შერჩევის პროცესი სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტში
ძვირფასო მეგობრებო,
სს ”საქართველოს რკინიგზაში” 30 ოქტომბრიდან ცხადდება ღია საჯარო შერჩევის პროცესი შემდეგ თანამდებობაზე
სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტი
სადგურის სათადარიგო მორიგე (1395,00ლ.) – 3 საშტატო ერთეული – რკინიგზის სადგურები/სადგური თბილისი-სატვირთო (პირველი კატეგორია)/მოძრაობა
სადგურის მორიგე (1395,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – რკინიგზის სადგურები/ სადგური კასპი (მესამე კატეგორია)
სადგურის სათადარიგო მორიგე (აგარა-კასპის უბანზე) (1395,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – რკინიგზის სადგურები/სადგური გორი(მეორე კატეგორია)/მოძრაობა
სადგურის მორიგე (1395,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – რკინიგზის სადგურები/ სადგური სუფსა (მეოთხე კატეგორია)
სადგურის მორიგე (1395,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – რკინიგზის სადგურები/ სადგური მახინჯაური (მეოთხე კატეგორია)
სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. აირჩიეთ ფონტი -Sylfaen; აირჩიეთ ქართული Unicod; მიუთითეთ
პოზიციის დასახელება დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ ქვემოთ, მიმაგრებულ დოკუმენტში . სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორციელდება 03 ნოემბრის ჩათვლით ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით
- E-mail: vacancy@railway.ge
- სააპლიკაციო ფორმა
კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები სს “საქართველოს რკინიგზა”-ს მიერ გამოყენებულ იქნება ვაკანსიის/საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კანდიდატის ინფორმირების უზრუნველსაყოფად