ცხადდება შიდა შერჩევის პროცესი სავაგონო დეპარტამენტში
ძვირფასო მეგობრებო,
სს ”საქართველოს რკინიგზაში” 13 ოქტომბრიდან ცხადდება შიდა შერჩევის პროცესი შემდეგ თანამდებობაზე
სავაგონო დეპარტამენტში
ვაგონების მსინჯველ-შემკეთებელი (1395,00ლ.) – 2 საშტატო ერთეული – ბათუმის სავაგონო დეპო/ბათუმის ვაგონების ტექნიკური მომსახურების პუნქტი (I ჯგუფის)
სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. აირჩიეთ ფონტი -Sylfaen; აირჩიეთ ქართული Unicod; მიუთითეთ
პოზიციის დასახელება დამატებითი ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ ქვემოთ, მიმაგრებულ დოკუმენტში . სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორციელდება 16 ოქტომბრის ჩათვლით ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით
- E-mail: vacancy@railway.ge
- სააპლიკაციო ფორმა
კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები სს “საქართველოს რკინიგზა”-ს მიერ გამოყენებულ იქნება ვაკანსიის/საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კანდიდატის ინფორმირების უზრუნველსაყოფად