ცხადდება ღია საჯარო შერჩევის პროცესი სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტში

-

ღია საჯარო კონკურსი

ძვირფასო მეგობრებო,

სს ”საქართველოს რკინიგზაში” 24 ივლისიდან ცხადდება ღია საჯარო შერჩევის პროცესი შემდეგ თანამდებობაზე

 

სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტი

 

სადგურის უფროსი (1225,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – რკინიგზის სადგურები/ სადგური თაფარავანი (მეოთხე კატეგორია)
სადგურის მორიგე (1395,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – რკინიგზის სადგურები/ სადგურიმარაბდა (მეოთხე კატეგორია)
სადგურის მორიგე (1395,00ლ.) – 1 საშტატო ერთეული – რკინიგზის სადგურები/ სადგურიბორჯომი (მეორე კატეგორია)/მოძრაობა

 

 

სააპლიკაციო ფორმის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. აირჩიეთ ფონტი -Sylfaen; აირჩიეთ ქართული Unicod; მიუთითეთ

პოზიციის დასახელება დამატებითი  ინფორმაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ იხილეთ ქვემოთ, მიმაგრებულ დოკუმენტში . სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორციელდება 30 ივლისის ჩათვლით ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით

 

კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები სს “საქართველოს რკინიგზა”-ს მიერ გამოყენებულ იქნება ვაკანსიის/საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კანდიდატის ინფორმირების უზრუნველსაყოფად.