აკაკი საღირაშვილი

დაბადების თარიღი:

10 ივნისი  1980 წელი

სამუშაო გამოცდილება:

2022 წლის მარტიდან – დღემდე – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) – აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;

2023 წლის აგვისტო– 2025 წლის ოქტომბერი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის (NMSW)  და პორტის საზოგადოებრივი სისტემების (Port Community System – PCS) პროექტების   კოორდინატორი;

2021 წლის იანვარი – 2022 წლის თებერვალი – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

2018 წლის ოქტომბერი – 2021 წლის იანვარი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. TRACECA-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) ეროვნული მდივანი – საქართველო. შპს „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. შპს „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

2015 წლის ივნისი – 2018 წლის ოქტომბერი – სს „საქართველოს რკინიგზა“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსი;

2016 წლის აგვისტო  – 2018 წლის ივლისი – სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, პროექტის მენეჯერი (სარკინიგზო სექტორში პროფესიული დუალური სწავლების მეთოდის განვითარება და სარკინიგზო შრომის ბაზრის გაუმჯობესება);

2011 წლის თებერვალი  – 2015 წლის ივნისი – სს „საქართველოს რკინიგზა“, ინფრასტრუქტურის დირექტორის მოადგილე (იურიდიულ და მართვის საკითხებში), სატენდერო კომისიის წევრი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის მენეჯერი;

2008 წლის ნოემბერი – 2011 წლის თებერვალი – სს „საქართველოს რკინიგზა“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე;

2009 წლის აპრილი – 2011 წლის აპრილი – კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლა; საქართველოს სამოქალაქო სამართლის ლექტორი (ასოცირებული პროფესორი);

2008 წლის იანვარი – 2008 წლის მარტი– სს „საქართველოს რკინიგზა“, ქონების მართვის სააგენტოს იურისტი;

2007 წლის მაისი  – 2008 წლის ოქტომბერი– სს „საქართველოს რკინიგზა“,  აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში;

განათლება:

2004 – 2006  სამოქალაქო სამართლის მაგისტრი;  შედარებითი სამართლის მაგისტრი – ბონის რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ფონდის სტიპენდიანტი.       გერმანია – www.uni-bonn.de

1997 – 2002  იურისპრუდენციის (სამართალმცოდნეობის) დიპლომი (სამოქალაქო სამართალი, იურისტი);

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.  საქართველო – www.tsu.ge

 უცხო ენები:

ინგლისური, გერმანული, რუსული.